20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
სუს-ის ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის მთავარი თემა ქიმიური უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება იყო, რომელიც სუს-ის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას, სადაც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ქართველ ძალოვანებთან ერთდ, ევროპისა და შეერთებული შტატების, იაპონიის, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, აცხადებს, რომ საქართველოს საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს პარტნიორი ქვეყნებიდან.

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პასკალ მონიე, აცხადებს, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ინტერესები უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით იკვეთება.

ელჩის თქმით, საფრანგეთი საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობით კმაყოფილია.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

დღის ამბები