20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ენმ ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„სამწუხაროდ, ცესკო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ უგულებელყვეს და კენჭისყრით ჩააგდეს ჩვენი საჩივარი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ, ბრიფინგზე გააკეთა.

ენმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, სასამართლოში ასაჩივრებს.

გუშინდელ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომლითაც ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.

„შესაბამისად, ჩვენ დღეს ვაპირებთ, როგორც ეს კანონით დადგენილ ვადებში არის გათვალისწინებული, რომ გავასაჩივროთ ცესკოს ეს უკანონო გადაწყვეტილება, გავასაჩივროთ ცესკოს ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, საოლქო კომისიების მიერ გამოცხადებული მონაცემები ამომრჩევლის ნებას არ ასახავდა.

„ჩვენს დასაბუთებაში ჩვენ ვისაუბრეთ ორ გარემოებაზე, რის გამოც, 21 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ ასახა საქართველოს ამომრჩევლის ნება. ერთი ის, რომ მიმდინარეობდა ამომრჩევლის ტოტალური კონტროლი. ასევე, მეორე დასაბუთება მდგომარეობდა იმაში, რომ, თითქმის, არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ის საჩივრები, რომლებიც შევიდა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან, რომლებიც დაიწერა ენმ-ის წარმომადგენლებისგან და წევრებისგან,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები