20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
როგორი იქნება რუსეთის მომავალი - ბრიუსელში იური ფიოდოროვის წიგნის პრეზენტაცია

როგორი იქნება რუსეთის მომავალი - ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში რუსი პოლიტოლოგის, იური ფიოდოროვის, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ინგლისურენოვანია და ის ვლადიმერ პუტინის მმართველობის სავარაუდო შედეგებზე მოგვითხრობს.

პრეზენტაციას ავტორთან ერთად, სხვა ექსპერტებიც ესწრებოდნენ.

იური ფიოდოროვი აღნიშნავს, რომ ე..წ პუტინიზმი არის ფაშიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. მისი მოსაზრებით, რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„როცა ვსაუბრობთ რუსეთის დღევანდელ რეჟიმზე, უნდა გავიხსენოთ, როგორი დეფინიცია აქვს ფაშისტურ რეჟიმს. პირველადი განმარტება ასეთია - პერსონალური დიქტატურა და ავტორიტარიზმი, რასაც დღევანდელ რუსეთში ნათლად ვხედავთ. სწორედ ვლადიმერ პუტინს აქვს ხელში ქვეყნის მართვის ყველა სადავე და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ის ერთპიროვნულად იღებს,“ - აღნიშნა ფიოდოროვმა.

წიგნის პრეზენტაციაზე მისულმა სხვა ექსპერტებმაც დააფიქსირეს.

„ჩემი აზრით, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს პუტინის პიროვნება. ვლადიმერ პუტინმა კი, ეს სათავისოდ მშვენივრად გამოიყენა. რუსეთს არ გააჩნია წარმატებული მომავალი. მოდით, თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ პუტინი მეტ თავისუფლებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას, ამ შემთხვევაში რუსეთში შეიქმნება ე.წ. პერესტროიკის სიტუაცია, რუსეთი დაიწყებს დაშლას და ეს პუტინისათვის წარმოუდგენელია,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა, ვლადიმერ ოგრიზკომ. 

დღის ამბები