20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მეუფე იაკობმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის იყო კომუნიკატორი ძალოვან სტრუქტურებსა და საპატრიარქოს შორის - მამა გიორგი მამალაძე

„მეუფე იაკობმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის იყო კომუნიკატორი ძალოვან სტრუქტურებსა და საპატრიარქოს შორის,“ - ეს განცხადება მამა გიორგი მამალაძემ შაბათის კურიერთან გააკეთა.

მამა გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომებიდან გაირკვა, რომ საპატრიარქოსა და სპეცსამსახურს შორის კომუნიკატორის ფუნქციას მეუფე იაკობი ასრულებდა.

„ის აქტიურობა ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც მეუფე იაკობი იჩენს, ნათელია საზოგადოებისთვის. თქვენც იცით ხომ, მას არაერთხელ გაუკეთებია. კონკრეტულად, ახლა მე ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, რომ ასე საჯაროდ, მათ მსგავსად ვთქვა, რომ ესეც იყო. მაგრამ მისი აქტიურობა ნათელია და როგორც აქტიურობს ეს საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ უფრო იყო ძალოვან სტრუქტურებთან კავშირში,“ – აცხადებს მამა გიორგი მამალაძე.

„მეუფე იაკობმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის იყო კომუნიკატორი ძალოვან სტრუქტურებსა და საპატრიარქოს შორის,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

მამა გიორგი მამალაძის თქმით, იოსებ გოგაშვილის სახელი საპატრიარქოში ისმოდა, თუმცა, თავად არ იცნობს. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გოგაშვილი მეუფე იაკობთან კონტაქტში იყო. 

მამა გიორგი მამალაძე არ გამორიცხავს, რომ ვინმეს ინტერესში მისი ლიკვიდაციაც შედიოდეს.

დღის ამბები