20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს

ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი2-ის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლებენ, სადაც აქციის დროს დაკავებულები გადაიყვანეს.

აქციის განმავლობაში სულ 4 ადამიანია დაკავებული. ოთხივე მათგანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, არის დაკავებული. 

რუსთავი2-ის შენობასთან ე.წ. ქართული მარშის აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ასაფეთქებლების გამოყენება. სამართალდამცავებმა მათ ამის გამო შენიშვნა მისცეს, რადგან ამით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები გასაკუთრებით გადაცემა განსხვავებული აქცენტების თემას აპროტესტებენ, სადაც საუბარი იქნება, უნდა დაუთმოს თუ არა ტელევიზიებმა დრო საზოგადოების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებს.

 

დღის ამბები