20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მათი მოწვევა არის ეთერის დაბინძურება - დათო პაიჭაძე ქართული მარშის წევრებზე

„ეს არის ეთერის დაბინძურება, მათი მოწვევა,“ - ასე აფასებს ჟურნალისტი დათო პაიჭაძე ე.წ. ქართული მარშის წევრების გადაცემებში მიწვევას.

„არმოწვევა ამ ადამიანებისა, მე ვფიქრობ, რომ არის იმდენად პოლიტიკური, არამედ ღირებულებითი და თუ გნებავთ, ესთეტიკური არჩევანი ჟურნალისტის,“ – განაცხადა დათო პაიჭაძემ.

მაკა რაზმაძეს და პაიჭაძეს შორის დაპირისპირება ე.წ. ქართული მარშის წევრების გადაცემებში მოწვევას მოჰყვა.

პაიჭაძის თქმით, მათი მოწვევა წამყვანზეა დამოკიდებული. რაზეც მაკა რაზმაძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანების „დაბლოკვა“ არ შეიძლება და „ჟურნალისტისგან ეს გაუგონარია“. დათო პაიჭაძის თქმით, ე.წ. ქართული მარშის წევრების მოწვევა ჟურნალისტის პროფესიულ არჩევანს წარმოადგენს.

მისი თქმით, ახალ კონსტიტუციაში მათი გავლენით ჩაიწერა ცალკეული სადავო ნორმები. 

„ორი რამ ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა მათი გავლენით. ისინი ზემოქმედებენ ხელისუფლებაზე. ეს არის ქორწინების მუხლი და ეს არის მიწის შესახებ ჩანაწერი. ეს არ არის უგავლენო ხალხი. მაგრამ ისინი ამაზე რაციონალურ დისკურს, რაციონალურ ლაპარაკს გაურბიან,“ - განაცხადა დათო პაიჭაძემ. 

დღის ამბები