20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
დონალდ ტრამპმა 11 დღიანი აზიური ტურნე დაიწყო

დონალდ ტრამპმა 11 დღიანი აზიური ტურნე დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, პირველი იაპონიაში ჩავიდა. ის ტოკიოს მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკელ სამხედროებს შეხვდა.

ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან თავისუფლების დასაცავად და ეს ყველა დიქტატორმა და რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს. ბაზიდან დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ლანჩზე გაემგზავრა, რის შემდეგაც ლიდერებმა გოლფი ითამაშეს.

ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყველაზე ხანგრძლივი აზიური ტურნეა ბოლო 25 წლის განმავლობაში.

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამსა და ფილიპინებსაც ეწვევა. ტურნეს დროს შეერთებული შტატების ლიდერი სავარაუდოდ, თავის რუს კოლეგასაც შეხვდება.

დღის ამბები