20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ტეხასში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს პერმიერმინისტრი

ტეხასში მომხდარ თავდასხმას Twitter-ის ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პერმიერი და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა.

"ვიზიარებთ ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრების და ამერიკელი ხალხის ტკივილს," - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

სროლას ტეხასის შტატში სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ საზერლანდ სპრინგში შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 20-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები