20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა. ლელა ქიტესაშვილი თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურს ითხოვდა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი აპირებს, გააგრძელოს სამართლებრივი დავა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში გეგმავს. ის არ ეთანხმება ცესკოს შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვით, თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით გამარჯვება თამაზ მეჭიაურს დარჩა.

„მე ველოდი სხვა გადაწყვეტილებას, მიმაჩნდა უფრო სამართლიანად. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც მე ვერ ვიპოვე სამართალი... დაკარგული ექვსი ბიულეტინი არის გავლენის მომხდენი შედეგზე და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც სწორად წაიკითხავდა კანონს,“ - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები