20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
პროკურატურამ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ორი პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ორი პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელმეორე გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ზავრაშვილისა და ზაზა კობახიძის მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენი უკანონო იყო.

პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული პირები გასამართლდნენ და სასჯელს იხდიდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო.

გიორგი ზავრაშვილის თქმით, ერთი თვის განმავლობაში მის მიმართ ტერორი მიმდინარეობდა.

„გამოცხადდა არნახული ტერორი და რეპრესიები ხორციელდებოდა კონკრეტულად აქციის მონაწილეების მიმართ და ანალოგიური განხორციელდა ჩემზეც, დაახლოებით ერთი თვე მიდიოდა ყოველდღიური მორიგეობა ჩემი სახლის წინ და ერთი თვის მერე დამაკავეს და გამიშვეს რვა წლით,“ - განაცხადა გიორგი ზავრაშვილმა.

ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

სულ კი ასეთი შუამდგომლობა პროკურატურამ სასამართლოს 48 საქმეზე გაუგზავნა, საიდანაც 12 პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

დღის ამბები