რუსული მილიონების კვალს დღეს არა მარტო ამერიკის არჩევნებში ხედავენ. შავი ფულის ხარჯვით რუსეთი ევროპის დედაქალაქებსაც მისწვდა. ამერიკის და ევროპის დედაქალაქებში ხელმისაწვდომი ხდება დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს პოლიტიკური მიზნებით დახარჯული რუსულ ფულს დასავლეთში.
ოფშორებში დაგროვილი რუსული შავი ფული პრობლემა მსოფლიოსთვის ბოლო 9 წლის განმავლობაში ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად გახდა, მაშინ როცა კრემლმა მისი ხარჯვა სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევისთვის აქტიურად დაიწყო.
ბიზნესი, მედია და პოლიტიკა - რუსეთი დასავლეთში სწორედ ამ სტრუქტურებში შეღწევას ცდილობს. ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთისთვის ამ მეთოდოლოგიის გამოსაცდელად ერთ-ერთი პირველი ტესტი იყო.
ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთში კი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის კამპანიის რუსულ კვალზე საუბრობს. მსოფლიო მედია კატალონიაში რუსეთის ინტერესებზეც აქტიურად საუბრობს.
დასავლეთში ახლა რუსული ფულის კვალს მიჰყვებიან იმ პრინციპით, რომ რუსული ფული კრემლის პოლიტიკური ინტერესების გარეშე არ იხარჯება. ჟურნალისტური გამოძიებების პარალელურად, ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებები ტრამპის გარემოცვის კიდევ ორ წევრს წაუყენონ.