20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში გაემგზავრა

გამთენიისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში გაემგზავრა - დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოსა და უკრაინის პარლამენტთა მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან.

დაგეგმილია შეხვედრები უკრაინელ კოლეგებთან, მათ შორის, რადას თავმჯდომარესთან.
ქართველი კანონმდებლები გაემგზავრებიან დონეცკშიც და მოინახულებენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას.

„მთავარი ამ შეხვედრებში იქნება ის, რომ ჩვენ გავემგზავრებით დონეცკის რაიონში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას მოვინახულებთ, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობების ხაზგასმა, როგორც სიტყვებით, ისე ქმედებებით,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები