20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
კიევში რადასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია

კიევში პარლამენტის შენობის წინ ხალხი იკრიბება. ცოტა ხანში ოპოზიციური პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ორგანიზებით აქცია დაიწყება. რადას შენობასთან მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია. ტერიტორიას სამართალდამცავები განსაკუთრებულად იცავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გუშინ ასეთი გაძლიერებული დაცვა არ ყოფილა და დღეს დილით პოლიციისა და ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები მოიყვანეს.

„ალბათ, ეშინიათ. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დღეს ბევრი სისხლი დაიღვრებაო. შიშობენ, რომ შენობას შტურმით ავიღებთ და ამის გამო დამატებითი შენაერთები გამოიყვანეს,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ელოდებიან, მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, უმაღლესი რადა დღეს პირველად იკრიბება და ცნობილი გახდება, განიხილავენ თუ არა სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები