„ოპოზიციური სპექტრის საქმიანობა თბილისის საკრებულოში, იყო უპრეცედენტო,“ - ეს განცხადება ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა მეხუთე მოწვევის საკრებულოს სამწლიანი მუშაობის შეფასებისას გააკეთა.
„კანონი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ გვქონდა ინტერფრაქციული ჯგუფი, მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალა და მას გამოეყო რამდენიმე ფრაქცია. ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ ყველა ოპოზიციურმა ფრაქციამ,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ზურაბიშვილი მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით ხმაურიან გადაწყვეტილებებს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე იყო მორგებული.
„იყო ნაზღაიძის ამბავი, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწის გადაცემა, იყო საბავშვო ბაღის პედაგოგების და დირექტორების გათავისუფლებაზე სკანდალი. ბევრი ამბავი იყო, მაგრამ ბევრი იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არ ჩანდა, მაგრამ სწორედ იგრძნობოდა ეს ინტერესები და პრაქტიკულად, ეს იყო ამ საკრებულოს საქმიანობის მთავარი მახასიათებელი,“ - აცხადებს ზურაბიშვილი.
მუხუთე მოწვევის საკრებულო დღეს ბოლო სხდომას გამართავს.