20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ეს არის არნახული დისკრიმინაცია - ზაზა ხატიაშვილი გოგა ონიანის საქმეზე

„ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ჩინეთის იმპერატორი,“ - ეს განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, გიორგი ონიანის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, დავით შათირიშვილის, განცხადების პასუხად გააკეთა.

შათირიშვილის თქმით, ზაზა ხატიაშვილი მას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა, შემდეგ ონიანის სასარგებლო განცხადებები გააკეთა.

„ოთხი ადამიანის მიმართ არანაირი ზემოქმედება არ მიმდინარეობდა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ მოუთხოვიათ. ადამიანები დაიკითხნენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩვენ ჩავუდეთო და ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ნარკოტიკების ჩამდები ვინაიდან ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიყვარს, უნდა დარჩეს თანამდებობაზე,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი "დისკრიმინაციულს უწოდებს ფაქტს, როდესაც ხუთი სავარაუდო ბრალდებულიდან, ოთხი სამსახურში დატოვეს, მეხუთე კი დააკავეს.

„ეს არის არნახული დისკრიმინაცია. ხუთი ადამიანის მიმართ არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ ამ ადამიანებმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს, ოთხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დატოვა, ადამიანი დააწინაურეს. ბრალი ჰქონდა წაყენებული და უმწიკვლო მუშაობისთვის გამოუცხადეს მადლობა,“ - აცხადებს ბიბილაშვილი. 

გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება, მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

დღის ამბები