20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ვინმეს კითხვა აქვს, რომ დღეს გოგა ონიანი არ იყოს ენმ-ის ძალიან აქტიური წევრი, ის დღეს ციხეში არ იჯდებოდა? - თინა ბოკუჩავა

„სრული ცინიზმია, როდესაც კობა ნარჩემაშვილი, შევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი გვესაუბრება საერთოდ რამეზე,“ - ეს განცხადება თინა ბოკუჩავამ არჩევანის ეთერში მმართველი გუნდის წევრების შეფასებებისას გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლო სისტემას ისევ ის პირები მართავდნენ, ვინც დღეს არის. ამის მაგალითად კი ჩინჩალაძე მოჰყავს.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ გეგმავენ ონიანის საქმის გასაჩივრებას, თუმცა, სამართლიანი სასამართლოს იმედი არა აქვს.

„ისევ და ისევ იმ ადამიანმა, რომელთანაც დაკავშირებული იყო და არის, თუ რაიმე მანკიერება არსებობს, ზოგადად, საქართველოს მართლმსაჯულებაში, ისევ და ისევ იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

თინა ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ონიანი სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ ენმ-ის წევრი იყო.

"ვინმეს საერთოდ კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გოგა ონიანი არ იყოს ენმ-ის ძალიან აქტიური წევრი, ის დღეს ციხეში არ იჯდებოდა? მე ძლიან მინდა, რომ რეალურად, ამ კიტხვაზე გაგვცენ ბესელიებმა და ნარჩემაშვილებმა და სხვებმა პასუხი," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები