„ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური ლარის გაუფასურებას ეხმაურება.
ზვიად ძიძიგურის შეფასებით ლარი სუვერენული ვალუტაა და ის ისე მოძრაობს, როგორც შეეფერება.
მისივე თქმით შესაძლებელია, რომ ახალი წლისთვის ლარი კვლავ გაუფასურდეს, თუმცა ეს ჩვეულებრივი პროცესია და საქართველო არ არის კომუნისტური ქვეყანა, რომ ამ პროცესში მთავრობა ხელოვნურად ჩაერიოს.