პარტია „ახალი საქართველოს“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს, განხილული იქნა პარტიის სამომავლო გეგმები.
პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იანოშ ჰერმანს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის არჩვენების დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
„სამი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, პირველი, ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის გეგმა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე კვირაში წარვადგენთ. იმიტომ, რომ ეს გაყალბების მექანიზმი, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა საარჩევნო მექანიზმი უნდა შეიცვალოს, რაც შეიძლება სწრაფად. მეორე, ეს არის ჩვენი პარტიის სამოქმედო გეგმა. და ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას და მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის კორუფცია, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.