20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
პარტიების ნაწილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსება ვეღარ მიიღოს

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, პარტიების ნაწილმა, ხმებთან ერთად კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი და საბიუჯეტო დაფინანსებაც დაკარგა. კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა შემცირდა.

საბიუჯეტო დაფინანსებას, სავარაუდოდ, ვეღარ მიიღებენ „კონსერვატორები“, „რესპუბლიკური პარტია", „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველები“, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „მრეწველთა“ პარტიას საპარლამენტო ფრაქცია ყავს პარლამენტში ერთი მაჟორიტარის და „ქართული ოცნების“ 5 წევრის ხარჯზე, შესაძლოა პარტიამ დაფინანსება შეინარჩუნოს.

"კონსერვატორები და "მრეწველები" მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი მათთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ თუკი პარტია ერთ მაჟორიტარს მაინც გაიყვანს პარლამენტში და შექმნის ფრაქციას, ახალი ინიციატივის თანახმად, მათ შეიძლება მიიღონ დაფინანსება. 

„კონსტიტუციის მიერ, თანაბრად არის აღიარებული პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები. ხოლო კვალიფიციურობას სცნობენ მხოლოდ  პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების მიხედვით. ჩემი აზრით, ეს ხარვეზია კანონის და პარტია, რომელიც შეძლებს მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის წევრი გაიყვანოს პარლამენტში, მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციურობის სტატუსი და აქედან გამომდინარე დაფინანსება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრი ზვიად ძიძიგური კანონპროექტს არგუმენტირებულს უწოდებს. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პარტიას დაფინანსების სხვა წყაროებიც გააჩნია.

„ერთი დეპუტატის წონა დაახლოებით არის 20-დან 25 ათას ხმამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დეპუტატი წარმოადგენს დაახლოებით, ამდენ ადამიანს პარლამენტში და როცა პარტიები, რომლებმაც ზოგმა 100 ხმა აიღო, ზოგმა 500 და ეს პარტიები არიან კვალიფიციური და შეიძლება იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ დეპუტატები, ფრაქცია მითუმეტეს ყავს პარტიას და ის არ უნდა იყოს კვალიფიციური, მე ვფიქრობ, აქ არგუმენტაცია ცოტა არ არის იმ პარტიების სასარგებლოდ, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. კვალიფიციური პარტიების გარდა, შეიძლება პარტიებმა იარსებონ შემოწირულობებით, სხვადასხვა ტიპის დონორების დახმარებით და ა.შ.“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მიიჩნევს, რომ თუკი პარტია ერთ მაჟორიტარს მაინც გაიყვანს პარლამენტში და შექმნის ფრაქციას, ახალი ინიციატივის თანახმად, მათ შეიძლება მიიღონ დაფინანსება. 

დღის ამბები