20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ლარმა ვარდნა განაგრძო - ეროვნული ვალუტის გაუფასურება პარლამენტში მთავარი თემა იყო

მცირე პაუზის შემდეგ ლარმა ვარდნა განაგრძო. ლარი ევროსთან მიმართებაში ოთხი თეთრით, დოლართან კი, ორი თეთრით გაუფასურდა. ორდღიანი გამყარების შემდეგ, დღეს მთელი დღის განმავლობაში კურსი ისევ მერყეობდა. ერთი დოლარის ღირებულება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ამ დროისთვის 2.65 ლარს აღწევს.

ლარის გაუფასურება პარლამენტში მთავარი თემა იყო. ოპოზიციის ვარაუდით, ეროვნული ვალუტა უახლოესი თვეების განმავლობაში ვერ გამყარდება. მათი აზრით, პროცესის დარეგულირება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მთავრობას წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 2 მილიარდ 200 მილიონი აქვს დასახარჯი. მთავრობა ოპოზიციის მოლოდინს არ იზიარებს.

ოპოზიციამ ლარის გაუფასურების ფონზე, საგამოძიებო უწყებების მაღალჩინოსნების მიერ დიდი ოდენობით პრემიების აღების საკითხიც წამოჭრა. 

 

ავტორი: თამთა ჯიქია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები