20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გაუჩინარებული მერობის კანდიდატის წარმომადგენელი ოზურგეთში - მმართველი გუნდი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს 

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლის, გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც ოზურგეთში პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ.

ირაკლი კობახიძემ, კახი კალაძემ, მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივებს ბეგალრ სიორიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მმართველი გუნდის წევრები ამომრჩეველს სოფელ ძიმითსა და ქალაქ ოზურგეთში შეხვდნენ.

„12 ნოემბერს დარწმუნებული ვარ ოზურგეთი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ბეგი სიორიძე. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული  ოზურგეთში, თუცა პრობლემებიც არსებობს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დაძაბული მეორე ტური თვითმმართველ თემში 12 ნოემბერს გაიმართება. „ქართული ოცნების“ წევრ ბეგლარ სიორიძეს დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დაუპირისპირდება. პირველ ტურში მათ მიერ მიღებულ ხმებს შორის ერთ პროცენტიანი სხვაობა იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები