20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად პოლონეთის პრეზიდენტის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართა.

ქვეყნების მეთაურებმა სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ალბათ ყველაზე დიდი შეჯამება იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ გაეტარებინა თავის სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები