20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის გაუჩინარებული შტაბის წევრი ნაპოვნია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრი, გიორგი როყვა ნაპოვნია. როგორც უწყებაში აცხადებენ, ის ჯანმრთელია და მასთან ამჟამად სამართალდამცველები მუშოაბენ.

გიორგი როყვა 2 დღე იყო გაუჩინარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ის კონსტანტინე შარაშენიძის, მერობის კანდიდატის წარმომადგენელი იყო.

მის გაუჩინარებას სწორედ საარჩევნო კამპანიას უკავშირებდნენ.

დღის ამბები