20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"ენმ" და "ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ

„კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი ჯერ არ დაგვიწყია, ვინაიდან, ჯერ რამდენიმე დღის დასრულებული არის 21 ოქტომბრის ე.წ. არჩევნები,“ – ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გააკეთა.

ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიისთვის მთავარ მიზანს, ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნების გასაჩივრება წარმოადგენს.

„ყოველდღიურად ახალ-ახალ ფაქტებს ვასაჯაროებთ იმისა, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანი. ხოლო შემდგომ, ბუნებრივია, არა მექანიკურ რეჟიმში, არამედ იმ მიზნით, რომ რეალურად დავამარცხოთ ხელისუფლება, ჩვენ გადავერთვებით უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესზე და ბუნებრივია, საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს ძალიან მალე, თუ ვინ იქნება ეს პიროვნება,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის თქმით, მისი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას გეგმავს, თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ვის დაასახელებენ. რატიანის თქმით, პარტიაში იმსჯელებენ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობის შესახებ.

„ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაეკნინებინა... მაგრამ, მაინც ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება კანდიდატი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები