ბაქოს მოთხოვნით, საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყველა მათგანი აზერბაიჯანში 2017 წლის აგვისტოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმესთანაა დაკავშირებული.
გამოძიების ცნობით, ძებნილი პირები სახლში შეიჭრნენ და სეიფიდან 44 ათასი დოლარი და 117 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს.