ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება. განცხადება ცერემონიაზე გერმანიის ელჩმა გააკეთა.
ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერმინისტრი. კედლის ნაწილი გიორი კვირკაშვილს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოდ გადაეცა.
"ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი გერმანიაში, თბილისის მოქმედი და ახლად არჩეული მერები, საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები.