20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

"ევროპულის საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა. გიგი წერეთელი უკვე კოპენჰაგენში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ეს პირველი შემთხვევაა საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქართველი პოლიტიკოსი გახდა.

“ძალიან ბევრი გეგმაა და ძალიან ბევრი საქმეა ასამბლეაში იმიტომ, რომ ძალიან ფართოა ის ნუსხა საკითხების, რომლებსაც საპარლამენტო ასამბლეა და ზოგადად, ეუთო არის დაკავებული. ეს ეხება როგორც კონფლიქტების საკითხს, ასევე სხვა ბევრ თემას,“ - განაცხადა წერეთელმა.

დღის ამბები