20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალში გაგრძელდება ხარისხსა და ეფექტურობაზე ორიენტირებული მიდგომები.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შეხვედრისას სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს წლის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზები და ძირითადი მიღწევები გააცნეს.

„ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ გაგრძელდება სელექტიური კონტრაქტირების მიდგომა, რომელიც დაიწყო დედათა და ბავშვთა დაწესებულებების მიმართულებით. გაგრძელდება უფრო ხარისხზე და ეფექტურობაზე ორიენტირებული მიდგომები და ასევე კლინიკებს გავაცნობთ იმ ძირითად ხარვეზებს და ძირითად მიღწევებს, რაც იყო ამ წლის განმავლობაში მათი მხრიდან,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები