20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული სხდომა ბაზალეთში მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება ამ წუთებში ბაზალეთში. სხდომაში მონაწილებას იღებენ საკრებულოებში ახლად არჩეული დეპუტატები.

განხილვის თემებია პარტიის სამომავლო გეგმები და ახალ საკრებულოებში პენსიის ზრდა, ფაროსანასთან ბრძოლა და გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები.

სხვადასხვა საკრებულოში პარტიის 120-მდე დეპუტატი მოხვდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის ამოცანა, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაა.

„ჩვენი ამოცანაა, პარტია იყოს აქტიური. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას შევთავაზოთ უკეთესი ალტერნატივა დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრების და ამ ყველაფრის შედეგად პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენს ხალხთან ერთად ვიბრძოლოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად სახლში გასაშვებად,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარტია ყველა მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენი შემდეგი გამოწვევა იქნება უკვე შემდეგი არჩევნები. პარტია მას შეხვდება მომზადებული,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები