„დათოს ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების გატარება, თუმცა, ის პროექტები, რაც იქნა განხორციელებული, მართლაც შთამბეჭდავია,“ - ეს განცხადება თბილისის არჩეულმა მერმა, კახი კალაძემ დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასებისას გააკეთა.
დავით ნარმანიამ დღეს თავისი სამწლიანი საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
კახი კალაძე აღნიშნავს, რომ პრობლემები არსებობდა, რომლის აღმოფხვრაც 3 წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო.
„რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით საარჩევნო კამპანიის დროს და იმის ილუზია არავის არ ჰქონდა, რომ 3 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო ყველა პრობლემის მოგვარება,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
კახი კალაძე მერის საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება.