20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი“- კახა კალაძე "სითი პარკს" პასუხობს

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი,“- ასე უპასუხა თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ „სითი პარკის“ წარმომადგენლებს, რომლებიც მანამდე კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, ის კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი მერი შეცდომაშია შეყვანილი და სამართლებრივი კუთხით მათი საქმიანობა არა ერთხელ იქნა შესწავლილი.

კახა კალაძემ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სითი პარკის“ საქმიანობის სამართლებრივი მხარე აუცილებლად იქნება შესწავლილი.

„სიახლე არაფერი მითქვამს. ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც, შესაბამისად, სამართლებრივი გზით მიდგომები იქნება,“ - აღნიშნა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები