20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ევროკომისიის ანგარიშს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან

ევროკომისიის ანგარიშს, სადაც ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინას მთავარ პარტნიორებად ასახელებს, დეპუტატები აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დოკუმენტი პოზიტიურია და მასში მიღწევებზეა საუბარი.

„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ საკონსტიტუციო რეფორმა დადებითად შეფასდა და ხაზი გაესვა, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის როლს ინარჩუნებს ინარჩუნებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონების მიღება, არამედ ევროპული სტანდარტების დაფუძნება. მათი თქმით, აუცილებელია აღმასრულებელმა გუნდმა კანონების რეალურ აღსრულებაზე იზრუნოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ევროკომისია გვირჩევს, რომ ერთი მხრივ, განვახორციელოთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც აუცილებელია ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკვე გატარდა, მათი იმპლემენტაცია მოხდეს და ამ მიმართულებით გვირჩევენ, რომ მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ,“- განაცადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები