20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თეა წულუკიანმა სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე, საქართველოს წარმატების შესახებ ისაუბრა

სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტის პატრონაჟით დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი იმართება. საქართველის იუსტიციის მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ ისაუბრა. საქართველომ  აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოიბარა.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ოკუპაციის ომის კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საუკეთესო ინსტრუმენტი მაინც არის ღია მთავრობა, ძლიერი მთავრობა იმიტომ, რომ ის უსმენს საკუთარ საზოგადოებას და ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ უნდა იბრძოლოს მსოფლიომ იმის წინააღმდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ არის გამოწვევა, ეს გახლავთ უნდობლობა ინსტიტუტებისადმი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

დღის ამბები