20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
მედიის თავისუფლება, რელიგიური უმცირესობები, პატიმართა რაოდენობა - ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

თავისუფალი მედია და რელიგიური უმცირესობები არის მთავარი პრობლემები, რომლებზეც ევროკომისია საქართველოს შესახებ საკუთარ ანგარიშში საუბრობს.

„რუსთავი 2“-ის საქმე ევროკომისიის ანგარიშის მეორე თავშივე მოხვდა. დამოუკიდებელი ტელეარხის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავის მიღმა, რომ პოლიტიკური მოტივი შეიძლება იდგეს, ამის შესახებ ევროკავშირის დოკუმენტში ღიად წერია.

17-გვერდიან დოკუმენტში აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტიც შევიდა. ოფიციალური ბრუსელი თბილისის რელიგიური უმცირესობების უფლებების არასრულფასოვნად დაცვის გამოც აკრიტიკებს.

ევროკავშირის ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მიმდინარე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული.

იმის მიუხედავად, რომ მოხსენება საქართველოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს ეხება, თავად ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობის მთავარ მიღწევად უვიზო მიმოსვლას ასახელებს.

ევროკომისიის დასკვნაში პატიმრების რაოდენობაზეც იყო საუბარი და აღნიშნულია, რომ რიცხვი საკმაოდ მაღალია.

საქართველოს მთავრობის წევრები ევროკავშირის შეფასებას დადებითად გამოეხმაურნენ. ოპოზიციამ კი ხელისუფლებას ევროპული სტანდარტების და კანონის მიღების შემდეგ მათი რეალური განხორციელებისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები