20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
უკრაინელ მესაზღვრეებს სააკაშვილის 11 წლის შვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ

უკრაინელ მესაზღვრეებს მიხეილ სააკაშვილის არასრულწლოვანი შვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, 11 წლის ნიკოლოზი მას ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით დაუბრუნეს.

ნიკოლოზ სააკაშვილი უკრაინაში დაცვის წევრთან ერთად ჩავიდა, რომელიც ქვეყნაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ არასრულწლოვანი მესაზღვრეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს.

ნიკოლოზ სააკაშვილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კიევის ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

„ახლა აქ შემთხვევით ვიმყოფები. დღეს ქალაქიდან გასული ვიყავი. მაინტერესებს, რომ გამოიყვანეთ ბავშვი, სად მიგყავდათ? ადამიანი, რომელიც მას ახლდა ოფიციალური დაცვის წარმომადგენელია. რატომ გამოიყვანეთ ბავშვი, როდესაც აქ მას არავინ არ უნდა დახვედროდა. ის ბარგი კი არ არის, არასრულწლოვანია. რა უფლება გქონდათ, რომ ასე გამოგეყვანათ. მე არ გადმომიცია თქვენთვის უფლებამოსილება, რომ ჩემი შვილი თქვენ გყოლოდათ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები