20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
საია გიორგი როყვას საქმეში სავარაუდო ზეწოლის ნიშნებს ხედავს და მას იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლის, გიორგი როყვას, გაუჩინარების ბურუსით მოცულ ისტორიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბევრ კითხვის ნიშანს ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია როყვას იურიდიულ დახმარებას ჰპირდება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები მომხდარში სავარაუდო ზეწოლის ნიშნებს ხედავენ და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ოზურგეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მონიტორინგის ფარგლებში ვაკვირდებით და მიმდინარე მოვლენებს ვსწავლობთ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლის მიმართ პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარების კომპონენტი შევთავაზეთ, რომ მისი ინტერესები წარმოვადგინოთ,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თვითმართველობის პროგრამების კოორდინატორმა, ირმა პავლიაშვილმა.

გიორგი როყვა ორდღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ იპოვა და დაკითხვაზე წაიყვანა, რის შემდეგაც ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი ჟურნალისტების შეკითხვებს აღარ პასუხობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები