„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კოტე შარაშენიძეს ვუჭერ მხარს. ვრცელდება ინფორმაცია თითქოს, ბეგი სიორიძეს ვუჭერ მხარს, მაგრამ არ შეეფერება ეს არანაირად სიმართლეს,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, გიორგი როყვა, გურიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
გიორგი როყვა აღნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.
„ევროპული საქართველო ვართ ნეიტრალურ პოზიციაში. არცერთ კანდიდატს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ოცნების წარმომადგენელია ორივე. ჩვენ ვართ ნეიტრალური, ბოიკოტს არ ვაცხადებთ. თუმცა, ჩვენ მხარდამჭერებს არ ვუზღუდავთ, რომ მივიდნენ და დააფიქსირონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი არჩევნებზე,“ - განაცხადა გიორგი როყვამ.