ქუთაისში, ბიულეტენებში "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგედ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ფიქსირდება, თუმცა ოპოზიციური პარტია მეორე ტურში არ მონაწილეობს. ამ დროისთვის ქუთაისის საარჩევნო ოლქში დაწერილია ორი საჩივარი - ორივე მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან ერთი სპეცუბანია. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 152 ათას 561 ამომრჩეველი. პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო. სავარაუდოდ, მეორე ტურში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნება.
„მომდევნო 4 წელიწადში იმედი გვაქვს ქუთაისის განვითარების, წინსვლის, ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს ერთ-ერთი ღირსეული ქალაქი საქართველოში, ერთ-ერთი ძლიერი თვითმმართველი ქალაქი,“ - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.