20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" რიმა ბერაძე, ოზურგეთში გადასატან ყუთს დაჰყვება - ენმ

თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" რიმა ბერაძე ოზურგეთში გადასატან ყუთს დაჰყვება - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს და ამის დასტურად ფოტოებსაც აქვეყნებს. მათივე თქმით, ეს ფაქტი საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ.

„დამირეკა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ვინც გადასატან ყუთს მიჰყვებოდა უბანზე და მითხრა, რომ ქალბატონი რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი უშლიდათ მათ ხელს იმაში, რომ ადამიანებს სახლში, სადაც გადასატანი ყუთი იყო მიტანილი, არ უნდა მოეხაზათ 42 და უნდა მოეხაზათ 41. მე დავინტერესდი ამ ფაქტით, მივადექი ერთ-ერთ უბანს, სადაც ქალბატონი რიმა ბერაძე იყო და აღმოჩნდა, რომ ხალხი შეკრებილი ყავდა და უტარებდა აგიტაციას, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ, რაც ვფიქრობ, არის დარღვევა,“ - აცხადებს ენმ-ს წარმომადგენელი, ბესიკ ქათამაძე.

 

დღის ამბები