„ეს არასწორი ინფორმაციაა გენაცვალე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის არჩეულმა მაჟორიტარი დეპუტატმა ”ქართული ოცნებიდან” რიმა ბერაძემ, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
ოპოზიცია ამბობს, რომ რიმა ბერაძე ოზურგეთში გადასატან ყუთს დაჰყვება და ამის დამადასტურებელ ფოტომასალასაც ავრცელებს.
რიმა ბერაძემ ოზურგეთი უკვე დატოვა და ვრცელ განმარტებას ამასთან დაკავშირებით არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ სოფელ ნასაკირალში ნამდვილად იმყოფებოდა, თუნცა ამბობს, რომ მას გადასატან ყუთთან საერთო არაფერი აქვს და თან არ ახლდა საუბნო კომისიის იმ წევრებს, რომელთაც ოჯახში დაჰქონდათ ყუთი.
„ეს არასწორი ინფორმაციაა გენაცვალე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული. მე ნამდვილად ვიყავი ნასაკირალში, მაგრამ გადასატან ყუთთან, მე არაფერი შეხება არ მქონია,“ - აცხადებს ბერაძე.