თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ოზურგეთში - დაახლოებით 7 საათია რაც ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ოფიციალურად ინფორმაციით, საოლქო კომისიაში მხოლოდ სამი საჩივარია შესული.
„რაიონის მაცხოვრებლები ყველა უნდა გამოცხადნენ არჩევნებზე, მთავარი ეს არის, რომ იყოს აქტივობა და დააფიქსირონ მოქალაქეობრივი ვალი. ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის სხვა. არის სერიოზული ფსიქოლოგიური ტერორი სოფლის გამგებლების, სოფლის დეპუტატების, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების, ფაქტები ალბათ იქნება ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ხალხის აქტივობით, ეს არჩევნები აქვს ხალხს მოგებული,“ - აცხადებს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.
ოზურგეთში ხმის მისაცემად იმყოფება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე.
„მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი დავუჭირო "ქართული ოცნების" კანდიდატს და მხარი დავუჭირო ჩემს ოზურგეთს,“ - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.