დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში 67-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში, სადაც გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის გვარი შეცდომით ჩაწერეს. იზოლდა ყურაშვილის ნაცვლად სიაში მისი შვილი თეონა ყურაშვილი იყო დაფიქსირებული.
უბნის კომისიის თავმჯდომარის მტკიცებით, პრობლემა მოგვარებულია, თუმცა ამ შეცდომის გამო ორმა ადამიანმა, დედა-შვილმა ხმის მიცემის უფლება დაკარგა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ”სამართლიანმა არჩევნებმა” საჩივარი უკვე დაწერა.