20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
14.12 %-იანი აქტივობა და 2 საჩივარი - არჩევნების მეორე ტური ქუთაისში

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის დაახლოებით 14,12 პროცენტია მისული, დაწერილია 2 საჩივარი. აქედან ერთი ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ეხება, რომელიც უბანზე რეგისტრატორად იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ საკუთარი წევრები საარჩევნო უბნიდან გაიწვია, ქალბატონი კენჭისყრის ადგილას მაინც გამოცხადდა და 45 წუთის განმავლობაში მუშაობდა. ვითარების გარკვევის შემდეგ მან უბანი დატოვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კანონის თანახმად ყველა ის ბიულეტენი, რომელზეც მისი ხელმოწერა იქნება, ბათილად ჩაითვლება.

დღის ამბები