სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად გავრცელებული ინფორმაციით, არსებული 18-ის ნაცვლად, დარჩება მხოლოდ 14. ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუერთდება.
უქმდება სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტრო და უწყების ნაწილი კულტურის სამინისტროს, მეორე ნაწილი კი, განათლების სამინისტროს შეურთდება.
სავარაუდოდ, ასევე უქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.
ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება. ეკონომიკის სამინისტროში უკან დაბრუნებული ქუმსიშვილი პირველი ვიცე პრემიერის თანამდებობასაც შეინარჩუნებს და კოორდინირებას გაუწევს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუაობას.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა კანდიდატურა სახელდება.
თანამდებობას დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი და გიორგი მღებრიშვილის პორტფელს სავარუდოდ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს. ძალოვანი უწყების ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი სტრუქტურული ცვლილბების შემდეგ, სავარაუდოდ, ახალ უწყებას ჩაუდგება სათავეში - კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს.
ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი უწყების გაუქმების შემდეგ, სავარაუდოდ, კახი კალაძის გუნდში გადაინაცვლებს და ვიცე მერის თანამდებობას დაიკავებს. თბილისის ახლადარჩეული მერი საკუთარ გუნდს დღეს წარადგენს და დღესვე გაირკევა, გაარძელებს თუ არა ელოშვილი საქმიანობას დედაქალაქის მერიაში.
სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ვინ შეცვლის მოქმედ მინისტრს, უცნობია.