გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლო გაუქმებას ეწინააღმდეგება „მწვანეთა მოძრაობა“. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის გაცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფონზე, უწყების გაუქმება დაუშვებელია.
„საერთოდ გაურკვეველი ხდება ამ შემთხვევაში, ვინ განახორციელებს იმ გარემოსდაცვით რეფორმებს, რომელიც იყო დაგეგმილი, ვინ განახორციელებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს,“ - აცხადებს ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.