20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
”არა გაყალბებას” - არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, შარაშენიძის მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს

ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებამდე, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს.

საოლქო საარჩევნო კომისიასთან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები შეძახილებით - ”არ დავუშვებთ გაყალბებას” შეიკრიბნენ.

მსვლელობაში მონაწილეობას თავად მერობის კანდიდატიც იღებდა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთი უბანი, სადაც მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას ცდილობდა, ნასაკირალის 59-ე უბანი იყო. სწორედ ამ უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ "ოცნების" ოფისში.

საოლქო კომისიასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები