20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ვიქტორ დოლიძე თანამდებობიდან სერბეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას გაათავისუფლეს

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - ევროინტეგრაციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ვიქტორ დოლიძე ქვეყანაში არ იმყოფებოდა, როდესაც პრემიერმინისტრმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა. ვიქტორ დოლიძე სერბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, უწყებას ვიცე პრემიერი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

ევროინტეგრაციის სამინისტროში მინისტრთა მოადგილეები არ იმყოფებიან და ცვლილებების შესახებ არ საუბრობენ.

ვიქტორ დოლიძემ სახელმწიფო მინისტრის პოზიცია 2016 წელს დაიკავა. 

დღის ამბები