20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ცვლილებები აუცილებელია, რათა მთავრობის საქმიანობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური - თამარ ჩუგოშვილი

„ეს ცვლილებები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური, უკეთ კოორდინირებული და იყოს მინიმალური რესურსების გამოყენების ხარჯზე,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 4 სამინისტრო უქმდება და საკადრო ცვლილებები განახორციელა. თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება, სამთავრობო ცვლილებებში ივანიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„რაღაც რაოდენობა ადამიანებისთვის შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, მტკივნეული იყოს, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბიუროკრატიის და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე სხვანაირად ხარჯების შემცირება და მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა ვერ მოხდება,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტები უკვე მომზადებულია, რომელიც პარლამენტში გაიგზავნება.

„კანონპროექტის მიღების შემდეგ უკვე განხორციელდება შერწყმა-გაერთიანების პროცედურა, რის შემდეგაც დაინიშნება მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერმინისტრი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტში ნდობის განსაახლებლად საპარლამენტო მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გაერთიანებული სამინისტროები გამოაცხადებენ კანონის დადგენილი წესით ოპტომიზაცია-რეორგანიზაციის პროცედურას და დასრულდება ის პროცესი, რომელიც დღეს იქნა დაანონსებული,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები