მეორე ტურის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ამ დროისთვის დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი და ყველა თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს. გამონაკლისია ოზურგეთი, სადაც გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე გახდა.
თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ბოლო მონაცემებით, გამარჯვებულია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა, ქუთაისში ამომრჩევლის 12-მა პროცენტმა ხმა მაინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა.
თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის თითქმის 34 პროცენტი მივიდა, ჯამში კი, 34 საჩივარი დაიწერა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ საჩივრებს ცესკო კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავს.
11 დღის შემდეგ კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს.