20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას, ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას - ირაკლი კობახიძე

„ბუნებრივია, ერთ-ერთი შედეგი ამ ცვლილებების იქნება ასევე, ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას გააკეთა.

პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 4 სამინისტრო უქმდება და მინისტრთა კაბინეტშიც ცვლილებები იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას, ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები